პროექტის მოკლე აღწერა
- პროექტის ძირითადი მიზანია ბავშვებმა გაეცნონ ტყის ეკოსისტემას,გაიზიარონ რა სიკეთეს სთავაზობს ტყე ადამიანს;
- ბავშვებმა გააცნობიერონ რა სედეგებს მოუტანს ადამიანს ტყის განადგურება და დაბინძურება;
- უნდა იფიქრონ,როგორ ავიცილოთ თავიდან ტყის ეკოსისტემის დაზიანება.
პროექტის სრული აღწერა–პროექტის მიზანია ბავშვებმა მოიძიონ ისეთი საკითხები,რომელიც აჩვენებს თანაკლასელებს თუ რა სიკეთეს სთავაზობს ტყე ადამიანს:
- ტყე წარმოადგენს ქარის ბუნებრივ ბარიერს;
- ტყეში მცენარეები შთანთქავენ მზის ენერგიას;
- ტყეში მცენარეები გამოყოფენ ჟანგბადს;
- ტყე ნიადაგს იცავს ეროზიისაგან(დაშლისაგან);
- ტყეში უამრავი სამკურნალო მცენარეა და ა.შ.
პროექტის მიზანია ბავშვებთან კითხვა პასუხის რეჟიმში წარვმართოთ დიალოგი დავაზუსტოთ რა იციან ბავშვებმა ტყის ეკოსისტემის სესახებ . უნდა გაიგონ, რომ "დედამიწა ჩვენი სახლია", რომ ტყე არ უნდა გავანადგუროთ, არ უნდა დავაბინძუროთ, რადგან ყოველივე ეს ზემოქმედებას ახდენს ტყის ეკოსისტემაზე. უნდა განასხვავონ ერთმანეთისგან წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეები. უნდა გაიაზრონ ის, რომ ტყე გვიცავს ქარისგან, ტყე ნიადაგს იცავს ეროზიისგან, აქ უამრავი სამკურნალო მცენარე ხარობს, აგრეთვეხეებისგან ვიღებთ მერქანს რომლისგანაც მზადდება ქაღალდი, ავეჯი და ა. შ
უნდა ვიმსჯელიოთ იმის შსახებ, რომ თანამედროვე ცხოვრებაში უამრავი საფრთხე არსებობს, იმისთვის რომ ტყის ეკოსისტემა დაზიანდეს ეს გახლავთ:
- გამონაბოლქვი აირები;
- ტყის ჩეხვა;
- ტყის დანაგვიანება პოლიეთილენის პარკებით, ბოთლებითა და სხვადასხვა სახის ნარჩენებით.
ვადა–01.04დან 01.07 მდე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში
- ისტ–ის გამოყენებით შევადგინოთ ალბომი"ტყის მშვენიერება";
- ისტ–ის გამოყენებით შევადგინოთ ცნების რუკა;
- ბიბლიოთეკაში მოვიძიოთ შესაბამისი ლიტერატურა და ა. შ.
პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები
- ექსკურსია ტყეში;
- უფროსების გამოკითხვა.
სარგებელი სხვებისთვის–მოსწავლეები შეიძენენ ისტ–ით ინფორმაციის მოძიების ჩვევას გაუფრთხილდებიან ტყის ეკოსისტემას, თავიდანვე ჩამოუყალიბდებათ ჩვევა, რომტყე არ დააბინძურონ.
სამუშაო ენა– ქართული
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო ეროვნულ სასწავლო გეგმებთან კავშირი–ხელოვნებაში, ქართულ ენაში დაბუნებაში.
პროექტის ხელმძღვანელი–სამღერეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი ირინა ირემაძე.
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა–irinka.iremadze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდის ბლოგი– www.iremadze777 blogger.com.